მოგზაურობა ქვემო ქართლში

მოგზაურობა ქვემო ქართლში

„სწავლული“ არ ღალატობს ტრადიციას. ყოველწლიურად ვცდილობთ მოვინახულოთ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში უხვად მიმობნეული ისტორიული ძეგლები.

5 ნოემბერს გავემგზავრეთ ქვემო ქართლში და დავათვალიერეთ მრავალთაგან რამდენიმე. თითოეული ისტორიული ძეგლი ეპოქის ანარეკლია. ქართველი ხალხი მუდამ იბრძოდა, მეტ-ნაკლებად თავისი თავგანწირული ბრძოლით უმკლავდებოდა ათასი ჯურის მტერს, შინაარეულობასაც აგვარებდა, ქმნიდა და აშენებდა, ცდილობდა თავისი მომავლისთვის ღირსეული მემკვიდრეობა დაეტოვებინა. ძეგლები: ბოლნისის სიონი, წუღრუღაშენი, ქოლაგირის ციხე-გალავანი, პეტრე-პავლეს მამათა მონასტერი, ფიტარეთი, ქვეშის ციხე აცოცხლებენ ჩვენს უმძიმეს წარსულს, ასევე ისტორიული და კულტურული ღირებულებით აჩვენებენ ქართველი ხალხის სიდიადეს, მათ ბრძოლას ენის, სარწმუნოებისა და მამულისათვის. საქართველო გადარჩა, მიუხედავად იმისა, რომ ყველა მის კედლებს ეხეთქებოდა, მოგვცა შესაძლებლობა გვეამაყა წარსულით. ისტორიული ძეგლების დათვალიერება-შესწავლა იმედს გვაძლევს, რომ ბევრჯერ იქნება კიდევ „ძლევაი საკვირველი“, საქართველო გამთლიანდება, ეკონომიურად გაძლიერდება, საქართველოს მოქალაქეთა კეთილდღეობა გაუმჯობესდება და ის დაიმკვიდრებს ღირსეულ, დამსახურებულ და კუთვნილ ადგილს დიდ ევროპულ ოჯახში. ახალგაზრდები, რომლებიც „სწავლულს“ წარმოადგენენ, იმედი გვაქვს თავიანთ წილ აგურს დადებენ ჩვენი სამშობლოს გაძლიერების საქმეში, ესენიც თავიანთ მომავალ თაობას მისცემენ იმის საფუძველს, რომ იამაყონ თავიანთი წინაპრების მიღწევებით და გაითავისებენ, დიდი ილიას ნააზრევს: „ აწყმო, შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავლისა“... „ბევრჯერ გვითქვამს და ახლაც გავიმეორებთ, რომ ისტორია იგი დიდებული ტაძარია, საცა უწირავს ერთიან სულსა ერისას და საცა აღუმართავს ერს თავის დიდებული და დიდ-ბუნებოვან კაცთა უწმინდესნი ხატნი და ზედ წარუწერია დიდთა საქმეთა მოთხრობა, ვითა საშვილიშვილო ანდერძი“.

ვიდეო ექსკურსიიდან:

https://www.facebook.com/watch/?v=1022493285631968&ref=sharing

Сделано В
MULTILINE
Ваш бизнес-партнер!