„სწავლული“ სიახლეს გთავაზობთ!

„სწავლული“ სიახლეს გთავაზობთ!

„სწავლული“ სიახლეს გთავაზობთ!

2021. 01. დეკემბერი-„სწავლული-ს“ ბაზაზე მუშაობას იწყებს სამხატვრო სტუდია „Artლია.”

გავიხსენოთ თუ რა მნიშვნელობას ანიჭებდნენ ხელოვნებას ცნობილი ადამიანები:

• ხელოვნება ქმნის კარგ ადამიანებს. ის სულს აყალიბებს.

• ხელოვნების შექმნაა ხვედრი მხოლოდე რჩეულთა, ხელოვნების ფასი კი ყველას უნდა ესმოდეს.

• ხელოვნება მარადიულია, ცხოვრება კი - მოკლე.

• მხატვარი ცალი ხელით ცას უნდა ეხებოდეს, მეორით - მიწას.

• ფერწერა-ესაა პოეზია, რასაც ხედავენ, ხოლო პოეზია- ფერწერაა, რომელსაც ისმენენ.

დაბოლოს:

• სადაც სული არ ატარებს მხატვრის ხელს, იქ ხელოვნებაც არ არსებობს.

გაეცანით პირობებს და დაგვიკავშირდით. არჩევანში შეუცდომელი იქნებით: (იხ. ალბომი, ნამუშევრების მცირე ნაწილი)

პირობები: „ Artლია“-ში სწავლება სამ საფეხურად წარიმართება:

I. 5-10 წლის ბავშვები, რომლებსაც უყვართ ხატვა და სურვილი აქვთ უფრო მეტად გაერკვნენ მშვენიერების სამყაროს შეცნობაში;

II. 11-13 წლის მოზარდები. სწავლების მეორე საფეხური მოიცავს გრაფიკას და ფერწერას;

III. 14-18 წლის ახალგაზრდები. სწავლების მესამე საფეხური მოიცავს გრაფიკას და ფერწერას;

IV. აბიტურიენტები- მოემზადებიან ხატვაში შემოქმედებითი ტურისთვის როგორც სამხატვრო აკადემიის, ისე ნებისმიერი უმაღლესი სასწავლებლისთვის, რომელთაც ექნებათ გათვალისწინებული მსგავი მოთხოვნები.

მეცადინეობები ჩატარდება როგორც ჯგუფებში, ისე - ინდივიდუალურად კვირაში ორჯერ 2-2 საათი. ფასები შეთანხმებით.

გაცნობებთ რომ, იმუშავებს საკვირაო სკოლა, სადაც შეგვიძლია მივიღოთ უფასო სწავლებაზე მხოლოდ სოციალურად დაუცველი და დევნილი ოჯახების 10 ბავშვი, დანარჩენებისთვის გათვალისწინებული იქნება 50% ფასდაკლება.უფასო ადგილები გამოყოფილია პირველ და მეორე საფეხურზე(6-4).

კონტაქტი: 568039898, 591311203, 593155311.

Сделано В
MULTILINE
Ваш бизнес-партнер!