„სწავლული“ გთავაზობთ
„სწავლულის“ ბაზაზე ფუნქციონირებს ონლაინ სკოლა. სკოლის მომსახურებით შეუძლია ისარგებლოს არა მარტო სასკოლო, არამედ ნებისმიერი ასაკის ადამიანს, რომელსაც ექნება სურვილი დაეუფლოს ცოდნას მისთვის საჭირო დისციპლინაში.
ონლაინ გაკვეთილები ჩატარდება სააბიტურიენტო, სამაგისტრო გამოცდების ჩაბარების მსურველთათვის (რომლებიც თავიანთი თავისუფალი დროის მიხედვით შეეცდებიან წელიწადის ნებისმიერი დრო გამოიყენონ მეტად ეფექტურად და საჭიროების მიხედვით). ასევე ქართული ენის შესწავლით დაინტერესებულ ყველა მოქალაქეს შეეძლება დაეუფლოს ქართულ ენას უმაღლესი კვალიფიკაციის სპეციალისტებთან.
ონლაინ გაკვეთილები ჩატარდება ყველა იმ საგანში, რომლის სურვილიც ექნება კონკრეტულ პიროვნებას ან პიროვნებათა ჯგუფს ( ქართული ენა და ლიტერატურა; ისტორია; მოქალაქეობა; უცხო ენა (ინგლისური, ფრანგული, ესპანური, რუსული, თურქული); ქიმია; ბიოლოგია; გეოგრაფია.
ონლაინ სკოლის ფუნქციონირება სწავლების ტრადიციულ მეთოდებთან ერთად განაპირობა სამსახურით დაკავებული ადამიანებისთვის საჭიროებიდან გამომდინარე კონკრეტულ დისციპლინებში გამოცდების ჩაბარების აუცილებლობამ, დროის მაქსიმალურად და ეფექტურად გამოყენების სურვილმა.
შენიშვნა: ინგლისურ ენაში მომზადება ითვალისწინებს მომზადებას ერთიანი ეროვნული, სამაგისტრო, მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელი და საერთაშორისო გამოცდების KET (Key English Test), PET (Preliminary English Test), FCE (The First Certificate in English), CAE (Certificate in Advanced English), TOEFL (Test Of English as a Foreign Language), IELTS (International English Language Testing System). ასევე, აქვე შეეძლებათ მსურველებს დაეუფლონ ინგლისურ ენას სპეციალური მიზნებისთვის:
ა) (ESP)-ინგლისური იურისტებისთვის (English for Lawyers);
ბ) სამედიცინო ინგლისური (Medical English);
გ) ბიზნეს ინგლისური (Business English);
დ)ინგლისური საერთაშორისო ურთიერთობების მომავალი სპეციალისტებისთვის (English for International Relations). წინაპირობა ამ კურსების გავლისთვის: უნდა ფლობდნენ ინგლისურ ენას B2 დონე-ზე.
დაწვრილებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
მისამართი: თბილისი, ყიფშიძის ქ. № 9 ბ.
ელ.ფოსტა: stsavluli@gmail.com
მობ: 568 03 98 98
Web-site: www.scholar.ge
Facebook: https://www.facebook.com/Scholar.ge
© სწავლული. 2015