ევროპული საქართველო

ევროპული საქართველო

ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო- "ჩემო საოცარო, ჩემო სანაქებო, ჩემო საფიცარო, ...შენთვის დავიძინო, შენთვის გავათენო! მუდამ მოგიფრთხილდე, ყველგან გასახელო"- გ ი ლ ო ც ა ვ!!!

მყარი ხიდით დაუკავშირდა ერთმანეთს ჩვენი წარსული, აწყმო და მომავალი. ჩვენი დიდებული წინაპრების მრავალსაუკუნოვანი ბრძოლა თავისუფლების, დემოკრატიის, უსაფრთხოების, განვითარების, პროგრესისთვის წარმატებით დაგვირგვინდა: საქართველო დამსახურებულად გახდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა- გ ი ლ ო ც ა ვ!!!

ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო--გისურვებ გაწევრიანების შემდგომი ეტაპი, რომელიც შეიძლება უფრო რთული აღმოჩნდეს, ასევე, წარმატებით და ძალიან მოკლე დროში გამარჯვებით დასრულდეს, მალე შევძლოთ გაერთიანება, ეკონომიური გაძლიერება, მშვიდობიანი, უსაფრთხო სახელმწიფოს მშენებლობა და განვითარებული, მოწინავე ქვეყნების გვერდით დადგომა.

მ ო ქ ა ლ ა ქ ე ე ბ მ ა გამოვავლინოთ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი, ცოდნა-განათლება მოვახმაროთ სამშობლოს კეთილდღეობას, ვაკეთოთ ღირსეულად ყველამ ჩვენი საქმე, შევქმნათ საფუძველი მომავალი თაობებისთვის მყარად დამკვიდრების, დაფუძნების, სამშობლოსთვის მსახურების და არა ემიგრაციაში გადახვეწის.

გ ა ვ უ ფ რ თ ხ ი ლ დ ე თ ჩვენს სამშობლოს: უმშვენიერესს, განუმეორებელს, ათასობით გმირის აღმზრდელს, პატივი მივაგოთ გმირებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად შეგვინარჩუნეს "მამული, ენა, სარწმუნოება" და ეს გამარჯვებაც უმეტესწილად მათი დამსახურებაა.

და ბოლოს, გავიხსენოთ რეპრესიებს შეწირული პოეტის, ტ ი ც ი ა ნ ტ ა ბ ი ძ ი ს რჩევა და სურვილი: " აშკარაა, ევროპა შემოაღებს კარებს და ამ დროს ჩვენ უნდა დავხვდეთ შეჭურვილი ე რ ო ვ ნ უ ლ ი შემეცნებით, რომ იყოს მთავარი მორგვი, რომელზეც მოეხვევა ახალი იდეები. მაშინ იქნება ნამდვილი რენესანსი და ამ ეროვნული აღორძინების სადღეგრძელოს სრულიად სერიოზულად ვსვამ "ცისფერი ყანწებით".

ქ ა რ თ ვ ე ლ ე ბ ო, საქართველოს მოქალაქეებო, შესვით საქართველოს სადღეგრძელო სისხლისფერი საფერავით, სიმბოლოდ ყველა თაობის თავდადებული ბრძოლის, გამარჯვების და ევროპულ ოჯახში დაბრუნების!

ჩ ვ ე ნ ყოველთვის ვიყავით თავისუფლებისა და სამართლიანობისთვის მებრძოლი ხალხი-ერი, ბერძნულ-რომაული ცივილიზაციის ნაწილი და ჩვენს ტრადიციულ ოჯახში დავბრუნდით. გ ი ლ ო ც ა ვ თ! ! !

გ ვ ი ყ ვ ა რ დ ე ს ე რ თ მ ა ნ თ ი.

Сделано В
MULTILINE
Ваш бизнес-партнер!