დღეს 3 ივლისია, ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყების დღე. 45 ათასი აბიტურიენტი შეეცდება წლების განმავლობაში მიღებული ცოდნა შეაჯამოს და ბალავრად დაუდოს ცხოვრების ახალი ეტაპის წარმატებულად დაწყებას.
გისურვებთ თითოეულ თქვენგანს წარმატებებს, სასურველ პროგრამებზე, თქვენს მიერ შერჩეულ უნივერსიტეტებში ჩარიცხვას და თქვენი გონიერების, ნიჭიერების გამოყენებას ერის და ქვეყნის გასაძლიერებლად: "სწავლა-განათლება-ერის გაბედნიერების, კეთილდღეობის ბურჯია".
განსაკუთრებით მინდა მოვეფერო "სწავლულის" აბიტურიენტებს და ვუსურვო მათი მიზნების წარმატებულად განხორციელება.
© სწავლული. 2015