ერთიანი ეროვნული გამოცდები

ერთიანი ეროვნული გამოცდები

"სწავლა საგანძურია, რომელიც მის მფლობელს ყველგან მიჰყვება" .

ყველა აბიტურიენტს, ახლა უკვე სტუდენტებს, "სწავლული" გილოცავთ უნივერსიტეტებში ჩარიცხვას. გისურვებთ ყველას ამ წარმატების საფუძველზე მომავალში კიდევ მეტი სურვილის ასრულებას.

დაიწყო ახალი ეტაპი თქვენს ცხოვრებაში, რომელიც თითოეულისთვის უნდა იყოს იმედის მომცემი, საინტერესო მოვლენებით დატვირთული. სტუდენტობა განსაკუთრებული ეტაპია, ყველამ ვიცით, ვისაც ეს განგვიცდია. ამ პერიოდში ახალგაზრდა ხელახლა შეიმეცნებს სამყაროს, არის ახალი ურთიერთობებისა და დიდი მიღწევების მოლოდინში, განვითარებისა და წინსვლის საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოყენების საფუძველზე. მიუხედავად სირთულეებისა, ცხოვრება უფრო ხალისიანი, სასიკეთო და მშვენიერი ხდება.

გვინდა ყველამ განიცადოს ამ ახალი ეტაპის სიტკბო, სიკეთე, დაუვიწყარი გახდეს სტუდენტობის წლები მრავალფეროვანი აქტივობებით და არცერთმა არ ინანოს ამ წლების ტვირთი.

"სწავლული" განსაკუთრებულად ულოცავს იმ აბიტურიენტებს, რომლებსაც სასწავლო პროცესიდან გამომდინარე, ქონდათ ჩვენთან ურთიერთობა. იყო მნიშვნელოვანი წარმატებები, გვყავს საგრანტო კონკურსში გამარჯვებულები, ისეთებიც, რომლებმაც ეს ვერ მოახერხეს, მაგრამ ეს არ და ვერ განსაზღვრავს ძვირფასებო თქვენს მომავალს. ჯერ არაფერი არ არის დაკარგული, თქვენ თქვენი შრომით შეგიძლიათ ბევრის მიღწევა და ამაში დარწმუნებული ვართ. იყო წინააღმდეგობები, გაუგებრობები, საკუთარ თავში თავდაჯერებულობაც(რომელიც საფუძვლის არსებობის შემთხვევაში ძალიან კარგია), მაგრამ სისტემურობა, მეცადინეობა შედეგის მისაღწევად მაინც დიდ შრომას მოითხოვდა და მოითხოვს. ვინც გრძნობს, რომ შრომა არ და ვერ დაუფასდა, იმედი არ დაკარგოთ, თქვენი ბედი თქვენს ხელშია, შეგიძლიათ დაამტკიცოთ, რომ საუკეთესოები ხართ და მიზნის მიღწევისთვის ბოლომდე იბრძოლოთ. ჩვენ, ყველას ჩვენი მხრიდან განურჩევლად წარმატებას ვუსურვებთ, ვთვლით, რომ შეცდომების მიუხედავად, თქვენ ჩვენი პატარა ოჯახის ღირსეული წევრები ხართ და ყოველთვის თქვენს გვერდით გვიგულეთ.

წინ ახალი წარმატებებისკენ!

Сделано В
MULTILINE
Ваш бизнес-партнер!