დადგა დღე, რომელსაც თითქმის თვეზე მეტი ელოდებოდა აბიტურთა მრავალათასიანი არმია. მოხდა საბოლოოდ მიღწეული შედეგების შეჯამება და განხორციელდა ჩარიცხვები, გამომდინარე აქედან, მეც მინდა გავიზიარო ყველა აბიტურის სიხარული თუ წუხილი. 15 000 აბიტური დარჩა გულდაწყვეტილი, თუმცა აუცილებელია ეს ახალგაზრდები გავამხნევოთ, იმედი არ უნდა დაკარგონ, ამით ბევრი არაფერი წყდება მათ ცხოვრებაში, ჩამუხლების შემდეგ კიდევ უფრო ძლიერები გახდებიან და მომავალი წლისთვის საუკეთესო მიღწევები ექნებათ. თუ ვინმე იფიქრებს,რომ ცხოვრების ამ უმნიშვნელოვანესი ეტაპის დასაწყისში მიზნის მიუღწევლობა ადვილი მისაღებია, ცდება (ყველამ ჩვენი თავი წარმოვიდგინოთ), მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ "ბევრს იგებს ისიც, ვინც სწავლობს რაიმეს დაკარგვითაც"
ყველა აბიტურს, რომელიც მოუთმენლად ელოდებოდა საბოლოო შედეგების გამოცხადებას, ჩაირიცხნენ მათთვის სასურველ პროგრამებზე და უნივერსიტეტებში,
გ ი ლ ო ც ა ვ თ! გ ი ლ ო ც ა ვ თ !
განსაკუთრებით ვულოცავ "სწავლული"-ს აბიტურებს, უკვე სტუდენტებს, მათ მშობლებს, პედაგოგებს. მიღწეული შედეგები უპირველესად თქვენი, მასწავლებლების და მშობლების დამსახურებაა, რომლებიც გვერდით გედგნენ და პასუხისმგებლიანად ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას. შეიძლება ყველამ ერთნაირი შედეგი ვერ დადო, მაგრამ ეს ბუნებრივია, ვინაიდან შედეგს განაპირობებს სასწავლო პროცესში ჩართულ სუბიექტთა ერთობლივი შრომა. თუ ვინმესთვის სასურველი შედეგი არ და ვერ დაიდო, მიზეზები აუცილებლად საკუთარ თავში უნდა ვეძიოთ, სადღაც რაღაც ისე ვერ გავაკეთეთ, როგორც საჭირო იყო ან ყველაზე უფრო მეტად მაინც გამოცდისთვის დამახასიათებელი განცდა, ფსიქოლოგიური სტრესი ვერ დავძლიეთ, რომელიც ზოგჯერ უარყოფითად აისახება შედეგებზე. მიუხედავად ამისა, იმედი ყოველთვის არსებობს უკეთესის და ეს იმედი არ მოშლოდეს იმ 15 000 აბიტურს, რომელმაც წელს უნივერსიტეტში ჩარიცხვის სიხარული ვერ იგემა, მაგრამ გვახსოვდეს:" ბევრი უნდა ვისწავლოთ, ცოტა რამ რომ ვიცოდეთ". მადლობა უფალს, ჩვენმა აბიტურებმა გაგვახარეს, გრანტები აიღეს, სასურველ შედეგებს მიაღწიეს. შეგნებულად თავს ვიკავებ კონკრეტული სუბიექტების დასახელებისგან, რომლებმაც ძალიან გვასიამოვნეს თავიანთი შედეგებით და ეს თვითონაც ძალიან კარგად იციან.
უდიდესი მადლობა, მოწიწება, პატივისცემა მინდა გამოვხატო კოლეგების მიმართ, რომლებიც მთელი პასუხისმგებლობით ცდილობდნენ თავიანთი მოვალეობის შესრულებას, მშობლებს გადავუხადო მადლობა საუკეთესო ახალგაზრდების აღზრდისა და შვილების წარმატებისთვის დახარჯული შრომის, თეთრად გათენებული ღამეებისთვის.
გილოცავთ სტუდენტობას, გილოცავთ მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულს, გფარავდეთ ყოვლადწმინდა და ღვთისმშობელი მარიამი. წარმატებები და ბედნიერი მომავალი თითოეულ თქვენგანს!
ბოდიში, მომიტევეთ, ტექსტი ცოტა დიდი გამომივიდა.
პატივისცემით ნარგიზა.
© სწავლული. 2015