ნარგიზა გამისონია
ბოლო ზარი, მაცნე ცხოვრების ერთი ეტაპის დასასრულის და ახლის დასაწყისის. ერთდროულად სიხარულის და სინანულის, წარმატების თუ წარუმატებლობის შეცნობა-გააზრების, გათვიცნობიერების, უდარდელობის, სიყმაწვილის, სიყვარულის, გრძნობების მოზღვავება-გამოვლენის, სამყაროს შეცნობის, საკუთარი ადგილის დამკვიდრების, პასუხისმგებლობის აღების, თავისუფლების სიოს შეგრძნების, მადლიერებისა და სოლიდარობის გამოხატვის, მოყვასის და მტრის გარჩევის, ბოროტების და სიძულვილის დაძლევის აუცილებლობის, ღმერთის შეცნობის და მასთან მიახლოების, ცოდვა-მადლის აწონვის, სულიერების საზრდოს შეძენა-გამდიდრების, სათნოების და სიკეთის, ზნეობის შენარჩუნება-გამოვლენის, ჭეშმარიტებისკენ ცივილიზებული და სამართლებრივი გზებით სვლის, ახალი წინააღმდეგობების დაძლევის, სრულყოფილ, ღირსეულ პიროვნებებად ჩამოყალიბების და სწავლა-განათლების გაღრმავების.
დალოცვილი და წარმატებული იყოს თქვენი მიზნების განხორციელებისკენ მიმავალი გზა!!!
"სწავლება მთავრდება სკოლით, მაგრამ განათლება მთავრდება ცხოვრებით"
სრულიად საქართველოს მე-12 კლასელებს გილოცავთ!!! გილოცავთ!!! გილოცავთ!!!
© სწავლული. 2015