ახალი 2024 წელი

ახალი 2024 წელი

ყ ვ ე ლ ა ს! ყ ვ ე ლ ა ს! ყ ვ ე ლ ა ს!

სულ რამდენიმე საათიღა დარჩა ახალი წლის მობრძანებამდე.

რას ვისურვებდი და რას გისურვებთ თქვენ, ძვირფასებო 2024 წლისთვის?!... ჯანმრთელობას, სულის სიწმინდეს, ზნეკეთილობას, ბევრ სიხარულს და სიკეთეს, ურთიერთ პატივისცემას, თანადგომას ჭირსა(ჭირი შორს იყოს) და ლხინში, თქვენთვის ძვირფასი ადამიანების კარგად ყოფნას, ხვავსა და ბარაქას, წარმატებებს, გამარჯვებებს, რაც შეიძლება მეტ სიყვარულს!

გისურვებთ ჩვენს, თქვენს ირგვლივ მუდამ იყონ მომღიმარი, გულწრფელი და უღალატო ადამიანები, რომელთა მხრიდანაც ყოველდღიურად პოზიტიური მუხტი გადმოგეცემათ, რომლებიც გაგრძნობინებენ, რომ სიცოცხლე ყველაზე ძვირფასია, გაგიჩენენ გაძლიერებულ სურვილს სიცოცხლის გაგრძელების და გათქმევინებენ, რომ ღირდა ამ ქვეყნად ყოფნა, რომ კიდევ დიდხანს გინდათ მათთან ურთიერთობა და განვლილი გზის შეფასებისას ამაყად იგრძნობთ თავს, არაფერს ინანებთ!

ყველაფერი სასიკეთოდ აგსრულებოდეთ!!!

მრავალ შობა-ახალ წელს!!!

გილოცავთ! გილოცავთ! გილოცავთ!

Сделано В
MULTILINE
Ваш бизнес-партнер!