ყოველი სასწავლო წელი ახალ-ახალი სიურპრიზებით მთავრდება. მოსწავლეები ცდილობენ სხვადასხვა ფორმით გამოხატონ მასწავლებლის მიმართ სიყვარული და პატივისცემა. ზოგს ერიდება, ეშინია, მისი სიყვარული არასწორად აღიქვან. ცენტრი "სწავლული" თითოეული მოსწავლისთვის საკუთარი ოჯახის შეგრძნებას იწვევს, ამას ვგრძნობთ თითოეულისგან: უშუალობას, გახსნილობას, პირადულის გაზიარებას, რომელიც ხშირად მათი გარდამავალი და ბობოქარი, მეამბოხე ასაკისთვის არის დამახასიათებელი. ჩვენც შეძლებისდაგვარად ვცდილობთ მათ გვერდში ვიყოთ ყოველთვის. დღეს მე-9 კლასელებმა ლელა მასწავლებელი ასეთი სიურპრიზით დააჯილდოვეს. მასწავლებლისთვის ამაზე დიდი ბედნიერება არც არაფერია. წარმატებები ელენიკოს, ლიზის და თიკოს. კარგი საზაფხულო არდადეგები ლელა მასწსს და მის მოსწავლეებს.
©Copyright © Scholar. 2015