მასწავლებლის ეროვნული დღე (EN)

მასწავლებლის ეროვნული დღე (EN)

სრულიად საქართველოს პედაგოგთა მრავალათასიან არმიას ვულოცავ პროფესიულ დღესასწაულს, წარმატებებს, გამარჯვებებს ვუსურვებ მომავალი თაობის აღზრდისა და სწავლების გზაზე, რამე თუ თქვენზეა დამოკიდებული რამდენად სწორად წარმართავთ სულიერი საზრდოს მიწოდებას მოსწავლე-ახალგაზრდობისთვის, რომელიც ჩვენი ქვეყნის მომავალია, რომელმაც უნდა გაუძლოს თანამედროვე მსოფლიოს ურთულეს პოლიტიკურ კატაკლიზმებს და ჩვენს სამშობლოს ხელი შეუწყოს თავისი ისტორიული ადგილის დამკვიდრებაში. უფალი იყოს თქვენს გვერდით ამ ურთულეს და უმნიშვნელოვანეს გზაზე. მინდა იოსებ ნონეშვილს დავესესხო და იმედი ვიქონიო, რომ მასწავლებელი ყოველთვის ყველგან და ყოველთვის ნამდვილად იქნება ისეთი, როგორიც ამ სტრიქონებშია:

" მასწავლებელი-ღამე უძილო., ნორჩებზე ფიქრი დაუშრობელი., მასწავლებელი-ზოგჯერ უშვილო, მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი., მასწავლებელი სინდის-ნამუსი, მხოლოდ ხალასი პატიოსნება., მასწავლებელი-მართლაც ტრფიალი, რაც კი კარგია, რაც კი ქართული., მასწავლებელი-ცოდნის ნათელით უსწავლელობის დამმარცხებელი.

Сделано В
MULTILINE
Ваш бизнес-партнер!