3 ივლისი განსაკუთრებული დღეა, იწყება ერთიანი ეროვნული გამოცდები. ათასობით ახალგაზრდის ცხოვრებაში დგება უმნიშვნელოვანესი ეტაპი: სკოლებში მიღებული ცოდნის, უნარების კიდევ ერთხელ შემოწმების, არჩეული პროფესიის დაუფლებისთვის მყარი საფუძვლის შექმნის.
ყველა აბიტურიენტს ვუსურვებთ ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას, სასურველ უნივერსიტეტებსა და პროგრამებზე ჩარიცხვას.
დარწმუნებულები ვართ "სწავლულის" აბიტურიენტები წარმატებულები იქნებიან და ყოველთვის ტკბილად გაიხსენებენ "სწავლულ-ში" სასწავლო პროცესისთვის დათმობილ დროს, რომელიც იყო ძალიან მეგობრული, უშუალო და ცოდნის დაუფლებისკენ ორიენტირებული.
თითოეული პედაგოგი, ცენტრის ხელმძღვანელი გისურვებთ წარმატებულ, ბედნიერ მომავალს.
გეცხოვროთ ერთიან, ძლიერ, ყველასთვის საამაყო და გამარჯვებულ საქართველოში. მალე მოგველოცოს ერთმანეთისთვის დიდ ევროპულ ოჯახში ჩვენი ისტორიული ადგილის დამკვიდრება.
©Copyright © Scholar. 2015